შალვა პაპუაშვილი - გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, რა იქნება საუკეთესო პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ

გადაწყვეტილება ნაკარნახევი იქნება იმ კონტექსტით, თუ რა იქნება საუკეთესო პროცედურული პასუხი ჩვენგან იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება იქნება, რომ დემოკრატიული პროცესის მიღმა დარჩნენ, და მეორე მხრივ, რა არის საუკეთესო პასუხი, რომ პარლამენტმა, როგორც დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, მუშაობა განაგრძოს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, ბრუნდებიან დემოკრატიულ კალაპოტში, თუ რჩებიან დემოკრატიული პროცესების მიღმა.

„ჩვენ პროცედურა შეძლებისდაგვარად გავწელეთ. შეგვეძლო ეს გადაწყვეტილება დეკემბერშიც მიგვეღო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა მოლაპარაკებისთვის შანსი მიგვეცა, ეს პროცედურები გადაიდო. პირად პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კონტექსტის გააზრებას. დღესაც მოვისმინეთ მოწოდებები მათ შორის ელჩების მხრიდან, ოპოზიციის მიმართ, რომ ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის ფუნქციონირებას, არ მოიქცნენ უმწიფრად, როგორც ეს მათთან დაკავშირებით ითქვა, უნდა შევიდნენ პარლამენტში. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექსტს, რომ ოპოზიცია იქცევა არადემოკარტიულად და საჭიროა, მოიქცნენ დემოკრატიულად“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე უნდა იმსჯელონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა