მამუკა მდინარაძე - შესაძლოა, ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, არ მოეწონოს, რადგან გამოჩნდა, რომ პარტიებში, რომლებიც დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება, ძალიან დიდი ნერვიულობაა

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს საპარლამენტო უმრავლესობამ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და საბოლოო პოზიცია სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ის გადაწყვეტილება, რომელიც საბჭოს სხდომაზე მიიღეს, თუ ძალაში დარჩება და საბოლოო იქნება, შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს არ მოეწონოთ.

„დღეს მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტზე გითხრათ. ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით გარკვეულ პოზიციაზე, რომელიც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ.

შესაძლოა, ჩვენი ოპონენტების ნაწილს ჩვენი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, არ მოეწონოს. მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში იმის საპირისპიროდ, რასაც ტელეეთერებში ვხედავდით, რომ ისინი გაგულისებულები და საკმაოდ მაღალ ტონში საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევწყვიტოთ უფლებამოსილება, რადგან მათი ნება ასე იყო გამოხატული, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით როგორც კულუარებში, ასევე ოპოზიციის მედია საშუალებებში, ყველა დეპუტატის პირადი მოსაზრების დონეზე იყვნენ დაინტერესებულები, რას ფიქრობდნენ ამის შესახებ. გამოჩნდა, რომ იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ასე დაჟინებით ითხოვდნენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება ძალიან დიდი ნერვიულობაა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა