ჯანმო-ს ხელმძღვანელი - მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებულობს, რაც ძალიან გამამხნევებელი ამბავია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები კლებულობს.

როგორც ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ჟენევაში გამარულ ვირტუალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენცია იმის მაჩვენებელია, რომ პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, თუმცა, მისივე თქმით მსოფლიო ამ ეტაპზე სხვა დროსაც ყოფილა და მოდუნების დრო არ არის.

„გასული წლის განმავლობაში თითქმის ყველა ქვეყანაში იყო მომენტები, როდესაც შემთხვევები შემცირდა, მთავრობებმა ძალიან სწრაფად გახსნეს ქვეყნები, მოქალაქეებმა თავიანთი თავების დაცვა შეანელეს, რამაც ვირუსის დაბრუნება გამოიწვია,“- აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლის კლება გამამხნევებელი სიახლეა და სოციალური დისტანცირების დაცვით, პირბადეების ტარებითა და ჰიგიენის დაცვით ინფიცირების თავიდან აცილება და ვირუსის კონტროლი შესაძლებელია.

იხილეთ ვიდეო:ჯანმო-ს ხელმძღვანელი - მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კლებულობს, რაც ძალიან გამამხნევებელი ამბავია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს