სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დაამტკიცა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის „პირდაპირ საინვესტიციო ფონდზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვაქცინა სომხეთში დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე დამკტიცდა.

”რუსეთის პარტნიორების რიცხვი, რომლებმაც Sputnik V-ის გამოყენების ნებართვა დაამტკიცეს, მუდმივად იზრდება დსთ-ის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს ვაკეთებთ განცხადებას Sputnik V- ის სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,“- განაცხადა რუსეთის „პირდაპირი საინვესტიციო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა.

ცნობისათვის, ამ დროისთვის, სომხეთის გარდა, Sputnik V-ი რეგისტრირებულია რუსეთში, ბელარუსში, არგენტინაში, ბოლივიაში, სერბეთში, ალჟირში, პალესტინაში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანში, გვინეას რესპუბლიკასა და ტუნისში.

იხილეთ ვიდეო:სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა დაამტკიცა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა