ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, ძლიერი ქარბუქის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს, რის გამოც ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტიქიამ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნა. ნიუ- იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ გამოსცა განკარგულება, რომელიც ორშაბათიდან, ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან, არააუცილებელი მგზავრობის გადადებას, სამშაბათს კი საჯარო სკოლების დახურვას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენრდიუ კუომომ ქალაქ ნიუ-იორკსა და კიდევ 44 ოლქში საგანგებო მდგომარება გამოაცხადა.

”საშიში სიტუაციაა, სიცოცხლისათვის საშიში სიტუაცია, რომელიც კიდევ უფრო გაუარესდება,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნიუ – ჯერსის გუბერნატორმა ფილიპ მერფიმაც. ამასთან, მან შტატში ავტობუსებისა და სარკინიგზო მოძრაობის შეჩერების განკარგულება გასცა.

ქარბუქის გამო დიდ აეროპორტებში, მათ შორის „ნიუარკის თავისუფლების საერთაშორისო აეროპორტში“, „ჯონ კენედის აეროპორტსა“ და „ფილადელფიის საერთაშორისო აეროპორტში“ ასობით რეისი გაუქმდა. ნიუ – იორკის ლა – გვარდიის აეროპორტში კი ორშაბათს დილიდან ყველა რეისი შეჩერებულია.

სტიქიამ კორონავირუსის ვაქცინების განაწილების პროცესი კონექტიკუტში, ნიუ -ჯერსიში, როდ – აილენდში, ფილადელფიაში, ვაშინგტონის ზოგიერთ ნაწილსა და ნიუ – იორკში შეაფერხა.

აშშ-ის ეროვნული ამინდის სამსახურის ინფორმაციით, ქარბუქი „ნიუ ინგლენდის“ მიმართულებით გადაინაცვლებს, სამშაბათს კი შესუსტდება.

იხიელთ ვიდეო:ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, ძლიერი ქარბუქის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა