ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან მგზავრობაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბლოკის ელჩებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოდან, მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ზომები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეათანხმეს.

გაიდლაინების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა შეზღუდვების გარეშე, მათ შორის სავალდებულო კარანტინის გარეშე, ვიზიტორები მხოლოდ მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მიიღონ.

ვიზიტორი უნდა იყოს ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამასთან, სამგზავრო შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტებით ავადობის მაღალი კოეფიციენტია გამოვლენილი.

შეთანხმებას წევრი ქვეყნებისათვის რეკომენდაციის სახე აქვს და მათ საბოლოო გადაწყვეტილება თავიანთ სპეციფიკურ სასაზღვრო პოლიტიკაზე დაყრდნობით შეუძლიათ მიიღონ. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ, უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ხოლო ბელგიამ არასავალდებულო მოგზაურობა მარტამდე საერთოდ აკრძალა.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირი არაწევრი ქვეყნებიდან მგზავრობაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს