ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნაწილები გამოსაკვლევად შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში გაგზავნეს

ინდონეზიაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ხუთი ნაწილი გამოსაკვლევად შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში გაგზავნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის „ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულ კომიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოსაკვლევად გაგზავნილ კომპონენტებს შორის ავტოტროტალიკიცაა, რომელიც ძრავს ავტომატურ რეჟიმში აკონტროლებს.

„ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნული კომიტეტის“ ხელმძღვანელმა Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ სურთ დაადგინონ, რატომ შეიცვალა ავტოტროტალიკის პარამეტრი.

კომიტეტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ისინი იკვლევდნენ, გამოიწვია თუ არა ავიაკატასტროფა ავტოტროტალიკის სისტემის პრობლემამ, რომლის შესახებ რეისის შესრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი.

Reuters-ი წერს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული სისტემა გამართულად არ მუშაობს, მფრინავებს მისი ხელით კონტროლი შეუძლიათ, რის შედეგადაც თვითმფრინავს შეუფერხებლად შეუძლია ფრენა.

შეგახსენებთ, ინდონეზიაში Sriwijaya Air-ის კუთვნილმა ბოინგ 737-500-მა კატასტროფა მიმდინარე წლის 9 იანვარს, ჯაკარტადან აფრენის შემდეგ მოკლე ხანში განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 62 ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა