ირაკლი ზარქუა - უმრავლესობაში ნაწილი ემხრობა მანდატების შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა - პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს

მე პირადად ვგულშემატკივრობ პატარა პარტიებს, რომელთაც უნდა შემოიტანონ განსხვავებული ხედვა, რაც ამომრჩეველმა დაუკვეთა, რას იზამენ, როგორ იზამენ ეს მათი არჩევანია, თუმცა მგონია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ მათ, რომ უფრო მრავალხმიანობა იყოს პარლამენტში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

„თქვენ იცით, რომ დღეს უმრავლესობა ვიკრიბებით პარტიულ ოფისში იმისთვის, რომ საბოლოო შეჯერებული პოზიცია მივიღოთ. იცით, რომ ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი, ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა. ზოგადად, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იცით, რომ პარლამენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრვალფეროვანი, თუმცა ის პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა ვთქვათ რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვიცით რას წარმოადგენენ და როგორ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, დღეს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა