ჩინელი დიპლომატი - შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორმა იან ცზიჩიმ პეკინსა და ვაშინგტონს ურთიერთობების „პროგნოზირებად და კონსტრუქციულ გზაზე“ დაყენებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.

„შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, მათ შორის ჰონგ-კონგის, ტიბეტის და სინძიანის საკითხებთან დაკავშირებით,“- აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა პეკინში აშშ-ჩინეთის ურთიერთობების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმზე.

მისი თქმით, ჩინეთი შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში, მათ შორის არჩევნებში, არასდროს ჩარეულა.

“იმედი გვაქვს, შეერთებული შტატები მეტოქეობის მოძველებულ მენტალიტეტზე მაღლა დადგება და ურთიერთობის სწორი გზის შენარჩუნების მიზნით ჩინეთთან ითანამშრომლებს,“- აღნიშნა იან ცზიჩიმ.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით "ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, კონფლიქტისა და დაპირისპირების გარეშე.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა