„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა პარლამენტთან ქაღალდისგან დამზადებული ჯიხური მიიტანეს წარწერებით: “მანდატები იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად"

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. მათ ადგილზე ქაღალდისგან დამზადებული ჯიხური აქვთ მოტანილი, სადაც მათ მიერ დამზადებულ “საპარლამენტო მანდატებს” სიმბოლურ ფასად ყიდიან. აქციის წევრებს ჯიხურში პარლამენტის დეპუტატების ფოტოები და წარწერები აქვთ გამოკრული, მაგალითად: "მანდატები იაფად", "გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად" და სხვა.

აქტივისტების განცხადებით, დღევანდელ პარლამენტში შესვლა ღალატის ტოლფასია და საპარლამენტო მანდატები ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

“დღევანდელი აქცია-პერფორმანსი ემსახურება გაყალბებულ არჩევნებს, დღეს არის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და ეს კლოუნადა რომელიც ხდება საქართველოს პარლამენტში, ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას. ალეკო ელისაშვილიც და სხვა დეპუტატებიც, რომლებიც პარლამენტში შევლენ ოპოზიციური სპექტრიდან, ყველას ადგილი იქნება ნაგვის ურნაში. ეს მანდატები იყიდება სიმბოლურ ფასად, ისინი ხალხის ნებას არ წარმოადგენს და არის უბრალო ქაღალდები, რომელსაც არანაირი დანიშნულება არ აქვს“, - აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ცოტნე ვადაჭკორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა