ანგელა მერკელი - განცხადება, რომ მესამე კვარტლის ბოლოსთვის ვაქცინაციას ყველა მოქალაქეს შევთავაზებთ, ძალაში დარჩება

განცხადება, რომ შევძლებთ ვაქცინაცია მესამე კვარტლის ბოლომდე თითოეულ მოქალაქეს შევთავაზოთ, ძალაში დარჩება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინების მიწოდებაში შეფერხების მიუხედავად დაპირების შესრულება შესაძლებელია, ვინაიდან გერმანიის მთავრობამ ვაქცინების მარაგთან დაკავშირებით გარანტიები მიიღო, რაც შესაძლებელს გახდის, ვაქცინაციის შეთავაზება ზაფხულის ბოლომდე ყველა მოქალაქემ მიიღოს.

მერკელის თქმით, გერმანიაში ვაქცინაციის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტემპის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის, აშშ-სთან შედარებით წარმოების ნაკლები მოცულობა და ის ფაქტი, რომ ბლოკს სურდა ვაქცინების რეგულარული და არა გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცება. „ბოლოს და ბოლოს, ეს ნდობის საკითხიცაა,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, გუშინ ანგელა მერკელმა გერმანიის 16-ვე რეგიონის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

იხილეთ ვიდეო:ანგელა მერკელი - განცხადება, რომ მესამე კვარტლის ბოლოსთვის ვაქცინაციას ყველა მოქალაქეს შევთავაზებთ, ძალაში დარჩება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო