საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯოზეფ ბორელს, ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართეს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ პარტნიორებთან გაღრმავებული თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამი ქვეყნის მინისტრის ძირითადი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია.

წერილში მხარეები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ აიღეს მტკიცე ვალდებულება ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.

„ასოცირებული პარტნიორების საერთო გზავნილი იყო და არის - რომ აღმოსავლეთის პარტნიორობამ ყველაზე მეტად დაინტერესებულ და ერთგულ პარტნიორებს თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტები უნდა გაუხსნას, რაც მათ ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების და აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის ახალ რეალობებსა და საჭიროებებს“,- ნათქვამია მიმართვაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები საუბრობენ ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მართლმსაჯულება, სტრატეგიული კომუნიკაციები, ჯანდაცვა და სხვ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„წერილში ხაზგასმულია ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. წერილში ასევე საუბარია ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობაზე ასოცირებული ტრიოსთვის ამ ქვეყნებში ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმების მხარდასაჭერად. მინისტრების განცხადებით, აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერებას და ევროკავშირის ტრანსფორმაციული როლის განმტკიცებას რეგიონში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა