მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ალექსეი ნავალნის საქმეზე მოსმენა უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ, რუსეთის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „პრეობრაჟენსკაიას მოედანთან“ სამართალდამცავების ავტომობილები არიან მობილიზებული. ამასთან, „ომონის“ თანამშრომლებმა სასამართლომდე მისასვლელი გზა გადაკეტეს, სადაც მხოლოდ სასამართლოს თანამშრომლებსა და სასამართლოს შენობასთან ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს უშვებენ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ბრალდებები უნდა განიხილონ, რომლის თანახმადაც ალექსეი ნავალნიმ გაფლანგვის საქმეზე 2014 წელს მისჯილი პირობითი სასჯელი დაარღვია.

შეგახსენებთ, 2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი მოსკოვის სასამართლომ 30 მილიონი რუსული რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „ივ-როშესა“ და 16 მილიონი რუბლის გაფლანგვასთან დაკავშირებული „კიროვლეს“ საქმეებზე დამნაშავედ ცნო და პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2017 წლის აგვისტოში კი გამოსაცდელი ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამვლის გამო ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანილი ნავალნი 17 იანვარს, რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო