ავთანდილ დემეტრაშვილი მანდატების საკითხზე - ვფიქრობ, რომ ეს იქნება, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, სადაო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში

ვნახოთ, საბოლოო კენჭისყრა როგორი იქნება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, სადაო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.

როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ საკითხი განიხილონ და ამ ეტაპზე კენჭი არ უყარონ, რაც დარღვევად არ ჩაითვლება.

“მე ვფიქრობ, ეს ძალიან სადაო გადაწყვეტილება იქნება კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, ვინაიდან კონსტიტუციის მუხლი იმპერატიულად ამბობს, რომ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს თუ მას აქვს დაწერილი პირადი განცხადება. უფლებამოსილების შეწყვეტის ვადები დარღვეული არ არის, ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ საკითხი განიხილონ და კენჭი არ უყარონ ამ ეტაპზე, შეიძლება გადაიწიოს და დარღვევად არ ჩაითვლება ეს, მაგრამ მე ვამბობ, რომ გადაწვეტილება უნდა იყოს განცხადების ცნობად მიღების შესახებ. თუ ადამიანს არ უნდა მუშაობა, ძალით.. ახლა წარმოიდგინეთ ვთქვათ დეპუტატი გარდაიცვალოს, პარლამენტს შეუძლია მას არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება?! ვთქვათ, პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტ სხდომას არ დაესწრო - აქვს უფლება არ დააკმაყოფილოს მისი განცხადება და არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება?! ასევე, კიდევ ვიმეორებ, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება პირადი განცხადებების საფუძველზე. ვნახოთ, საბოლოო კენჭისყრა როგორი იქნება...ვფიქრობ, რომ ეს იქნება, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, სადაო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ანუ შესაძლებელია, მოხვდეს საკონსტიტუციო სასამართლოში”, - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა