დიმიტრი ხუნდაძე ელისაშვილს - თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა

თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა,- ასე მიმართა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც საპარლამენტო მუშაობას დღეს შეუერთდა.

მან პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს მოუწოდა ბოლომდე „გათავისუფლდნენ გავლენისგან და აღიარონ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“. ამასთანავე, მან სურვილი გამოთქვა, რომ პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს, რომლებსაც არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

„მივესალმები ახლად შემოსულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ღმერთმა გამრავლოთ ოპოზიციის სტატუსამდე! უბრალოდ მე ალეკო ელისაშვილის პირველი სიტყვიდან მომეჩვენა უკვე, რომ მათ გავლენა შემოჰყვათ, ოპოზიციის იმ მაგიდის გარშემო მსხდომთ, რომელთაც ძირითადად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად, შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. კარგია აქ რომ ხართ, მაგრამ ჯობს, რომ ცოტა მეტი მაინც იყოთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას ჩვენ აუცილებლად მოგცემთ და იქ იმუშავეთ, მაგრამ შემდეგ, უნდა შეძლოთ, რომ გათავისუფლდეთ ბოლომდე გავლენისგან და აღიაროთ, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნადძემ.

იხილეთ ვიდეო:თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა - დიმიტრი ხუნდაძე ელისაშვილს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა