თავდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული და უწყებას კონტროლის დროს აღმოჩენილი შესაძლო შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას. სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტროლის მექანიზმების განხორციელების გარდა სააგენტო უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე ტრენინგების ჩატარების ორგანიზებას და სამუშაო ჯგუფების შექმნას.

,,ქართული ჯარის უვნებელი და ხარისხიანი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის უწყება და სურსათის ეროვნული სააგენტო უკვე ერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გარდა, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უწყებაში საკვები პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სპეციალურად შეიქმნილი „სტანდარტიზაციისა" და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი“ მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის, სამზარეულო ინვენტარის, მარაგების, ინფრასტრუქტურის მაღალ ხარისხს, ადგენს ნატოს სტანდარტებს და ახორციელებს ხარისხის მონიტორინგს. გაძლიერებულია სხვა მაკონტროლებელი მექანიზმებიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა