გია ვოლსკი - საშუალება უნდა მივცეთ ყველას, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, გაანალიზონ სიტუაცია, მოუსმინონ ამომრჩეველსაც და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც

საშუალება უნდა მივცეთ ყველას, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, გაანალიზონ სიტუაცია, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ამომრჩეველსაც და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც,- ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება.

გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ასევე დასძენს, სახელმწიფოს ინტერესია, რომ არ დაუშვას ქვეყანაში დესტაბილიზაცია.

“მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაკეთებული იყო. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოხატა დამოკიდებულება, დიდი ხნის ბჭობის შემდეგ. შევთანხმდით, რომ თემა, რასაც ჰქვია მანდატის შეწყვეტა ერთადერთია, რასაც თავის უპირატესობად თვლის დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტები. აქედან გამომდინარე, მათი გეგმაა გამოვიდნენ პასუხისმგებლობიდან, როგორც თავისი ამომრჩევლის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ეს აშკარად იკითხება. რასაკვირველია, მეორე მხარეს არის ინტერესი, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, არავითარ შემთხვევაში დესტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ.

გარდა ამისა, საშუალება უნდა მივცეთ ყველას, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, გაანალიზონ სიტუაცია, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ამომრჩეველსაც, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც და გაითვალისწინონ ის ვითარება, რომელიც რეგიონშია შექმნილი",-აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება - “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა