დიმიტრი პესკოვი - კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია სისულელეს არ ჩაიდენს და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალს ნავალნის არ დაუკავშირებს

კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია სისულელეს არ ჩაიდენს და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალს ალექსეი ნავალნის არ დაუკავშირებს,- რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ ისეთი სისულელის ჩადენა, როგორიც რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივის პატიმრის საქმესთან დაკავშირებაა, არ მოხდება,“- აღნიშნა პესკოვმა, რითაც ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას ელოდება და ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია.

„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, სრულიად დაუმსახურებლად და გაუმართლებლად გაყინვის ეტაპზეა. რა თქმა უნდა, მოსკოვი ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია. ჩვენ მზად ვართ ამისათვის ყველაფერი გავაკეთოთ,“- აღნიშნა პესკოვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ჟოზეფ ბორელი მოსკოვს 4 - 6 თებერვალს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის გამართვასა და ორმხრივი ურთიერთობების, პანდემიასთან ბრძოლის, ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებისა და ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა