თურქეთში მასწავლებლებს სკოლების გახსნამდე კორონავირუსის წინააღმდეგ აცრიან

თურქეთში სკოლების გახსნამდე მასწავლებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაუტარებენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის განათლების მინისტრმა ზია სელჩუკმა დღეს სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 15 თებერვალს გაიხსნება, სკოლის მოსწავლეები კი გაკვეთილებზე დასწრებას 1-ელი მარტიდან შეძლებენ.

„ვგეგმავთ, პედაგოგები, რომლებიც პირისპირ სწავლებაში ჩაერთვებიან, მიმდინარე თვის განმავლობაში ავცრათ,“- განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან, ხოლო მე –8 და მე –12 კლასების მოსწავლეები, რომლებიც საშუალო სკოლისა და უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ემზადებიან, ყოველდღე.

თურქეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსის თითქმის 2.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან დაღუპულია 26000-ზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე ქვეყანაში ჩინური კომპანია Sinovac Biotech– ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 2.2 მილიონი მოქალაქეა აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო