მედია - რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა

საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ The Lancent-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსულმა ვაქცინამ Sputnik V-მ კლინიკური ცდის საბოლოო ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მეცნიერები, რომლებსაც „გამალეიას ინსტიტუტის“ მეცნიერი დენის ლოგუნოვი ხელმძღვანელობდა, განმარტავენ, რომ შედეგები 19 866 მოხალისეზე ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, რომელთა მეოთხედმა პლაცებო მიიღო. მოსკოვში კვლევის დაწყების შემდეგ იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ვაქცინა გაუკეთდათ, კორონავირუსით დაინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის კი, რომლებმაც პლაცებო მიიღეს - 62, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის ორი დოზა, ჩატარებული 21 დღის შუალედით, სიმპტომური კოვიდ-19 - ის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტურია.

კვლევაში მონაწილე მეცნიერთა განცხადებით, ვაქცინაზე ჩატარებული III ფაზის კვლევის შედეგები ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს პანდემიასთან საბრძოლველად კიდევ ერთი ეფექტური იარაღი გააჩნია.

იხილეთ ვიდეო:მედია - რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო