აზერბაიჯანში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 332 და დაიღუპა 5 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, ვირუსის 230 455 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 223 807 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 141 კი - გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ამ დროისთვის, 3 507 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა