იაგო ხვიჩიას განცხადებით, “გირჩი” ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს

“გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათი პარტია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს.

როგორც ხვიჩიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, ოპოზიციასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მათი მოთხოვნა მოლაპარაკებების მაგიდასთან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ შემდგომში მათმა პარტნიორებმა ოპოზიციიდან ამ საკითხს პრიორიტეტი არ მიანიჭეს, შესაბამისად, ახლა მოლაპარაკებების გაგრძელებას ხელისუფლებასთან აპირებენ.

“გუშინ ჩვენი თხოვნა იყო, რომ არ შეეწყვიტათ ჩვენი კოლეგებისთვის მანდატი და არ შეეყვანათ კიდევ უფრო ჩიხში ისედაც ჩიხში მყოფი მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ, პოზიტიურად ვაფასებ ამ ჟესტს და ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ მოლაპარაკება ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება არასდროს არ დაგვიმალავს, იმის გამო კი ვერ შევდივართ პარლამენტში, რომ “ბულინგის” გვეშინია, არამედ იმის გამო, რომ გვქონდა ჩვენი პირობა მთელი ამ მოლაპარაკებების პროცესში როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. ოპოზიციასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მათთვის ჩვენი მოთხოვნა იყო მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ შემდგომში ჩვენმა პარტნიორებმა ოპოზიციიდან პრიორიტეტი ამ საკითხს არ მიანიჭეს. ახლა ვაპირებთ მოლაპარაკებების გაგრძელებას ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით და მოლაპარაკებების პროცესში გვექნება ჩვენი პოზიციაც. ჩვენს პოზიციას გავაჟღერებთ ამ დღეებში, მანამდე კონსულტაციები გვჭირდება „ქართული ოცნების“ წევრებთან, ჩვენი შეთანხმებისთვის საჭიროა დანარჩენი დეპუტატების დახმარებაც, ამიტომ ამ პროექტს შევთავაზებთ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ერთდროულად“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ ვიდეო:"გირჩი" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა