რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი - 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება

შაბათს რესტორნები თვითნებურად გაიხსნებიან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დღეს მოხდა და საკითხის შესახებ დამატებითი დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას. გამონაკლისია აჭარა, სადაც 1-ელი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. სექტორი გახსნას ითხოვს და პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 30 იანვარს 24 საათით გატანის სერვისით მუშაობაზეც უარი განაცხადა. ამასთან, 30 იანვარს რესტორნების წარმომადგენლების მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციასაც შეუერთდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა