რუსეთის პოლიციამ ალექსეი ნავალნის 1 300-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა

რუსეთის პოლიციამ კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქში შეკრებილი მოქალაქეებისგან 1 377 ადამიანი დააკავა, - შესაბამის მონაცემებს OVD-Info აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 1 116 პირი, მოსკოვში დააკავეს. დედაქალაქში დაკავებები გუშინ დილიდანვე დაიწყო, რადგან მოსკოვის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები შეკრებას ჯერ კიდევ პროცესის დაწყებამდე ცდილობდნენ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ-როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა