გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს გმობენ და მოსკოვს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

„ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი შორს არის კანონის უზენაესობის სტანდარტებისგან. ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს”, - წერს ანგელა მერკელის პრესსპიკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ნამდვილ სიმხდალედ" შეაფასა და განაცხადა, რომ ნავალნი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლის ფაქტს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, დომინიკ რააბიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ალექსეი ნავალნის და რუსეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებული ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

„სასამარლოს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ რუსეთი ვერ ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულებაც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრისგან არის მოსალოდნელი,” - განაცხადა დომინიკ რააბმა.

ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ რუსეთს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მოუწოდა.

”ალექსეი ნავალნის დაგმობა მიუღებელია. პოლიტიკური უთანხმოება არასოდეს არის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ”, - წერს მაკრონი განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა