აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი

აშშ შეშფოთებულია ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნისთვის ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით და მოსკოვს მისი დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახლემწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთისა და მისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით. ნავალნის აქვს რუსეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და რუსეთს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს თანასწორობას კანონის წინაშე და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე რუსეთის ასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ბოლო კვირებში საკუთარი უფლებებით სარგებლობის გამო“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ნავალნისთვის 2014 წელს გამოტანილი განაჩენი, რომელიც ახალი განაჩენის საფუძველი გახდა, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ბატონი ნავალნის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელიც 17 იანვარს მისი დაკავებით დაიწყო, წარმოადგენს ნავალნის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური პლურალიზმის აღკვეთისკენ მიმართული მცდელობების გაგრძელებას წარმოადგენს, როგორც ეს ადამიანის უფლებების ეროპულმა სასამართლომ მანამდე დაადგინა,“- აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ აშშ ითანამშრომლებს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

“მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს იმისთვის, რომ მან მოქალაქეთა უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს,“ - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა