ჯეფ ბეზოსი „ამაზონის“ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს.

მედიისინფორმაციით, ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს, „ამაზონის“ ახალი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კი ენდი ჯესი გახდება, რომელიც ამჟამად კომპანიის „ვებ სერვისების“ აღმასრულებელი დირექტორია.

„ამაზონის“ ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები 2021 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება.

ბეზოსმა კომპანიის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ აღმასრულებელ დირექტორის პოსტზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ყურადღების სხვა რამისთვის დათმობა რთულია.

„”ამაზონის“ აღმასრულებელ დირექტორად ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა და შრომატევადია. როცა ასეთი პასუხისმგებლობა გაკისრია, ძნელია სხვა რამისთვის ყურადღების დათმობა. როგორც აღმასრულებელი თავმჯდომარე, ამაზონის მნიშვნელოვან ინიციატივებში ჩართული ვიქნები, მაგრამ ასევე მექნება დრო და ენერგია Day 1 Fund- ს, Bezos Earth Fund- ს, Blue Origin- ს, Washington Post- ს და სხვა გატაცებებისთვისაც,“- წერს ბეზოსი.

აღსანიშნავია, რომ „ამაზონის“ გაყიდვებმა გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს, 100 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ჯეფ ბეზოსმა კომპანია ამაზონი 1994 წელს დააფუძნა. ამჟამად კომპანიაში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა