ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებულ სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა სამ აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გადახედვას და ამ პოლიტიკის შედეგად დაყოფილი მიგრანტი ოჯახების გაერთიანებას გულისხმობს.

ერთ-ერთი აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელსაც შინაგან საქმეთა ახლადდანიშნული მინისტრი ალეხანდრო მაიორკასი უხელმძღვანელებს და რომელიც განცალკევებული ოჯახების გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, უკანონო იმიგრაციის შეკავების მიზნით, უსაბუთო ზრდასრული პირები, რომლებმაც აშშ-მექსიკის საზღვარი გადაკვეთეს, ბავშვებისგან განაცალკევა.

ტრამპის ადმინისტრაციამ 2017-2018 წლებში უფროსებისგან, დაახლოებით, 5 500 ბავშვი განაცალკევა. ამჟამად საკუთარი ოჯახებისგან მოშორებით 600-700 ბავშვი ცხოვრობს.

ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კიდევ ორი განკარგულება ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პოლიტიკის გადახედვას, რომლითაც იზღუდებოდა თავშესაფრის მინიჭება, მცირდებოდა აშშ-ში ლეგალური იმიგრაცია და უქმდებოდა უცხო ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა.

იხილეთ ვიდეო:ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის პროცესი შეაჩერა

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)