მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებით ადამიანის უფლებები არ დარღვეულა

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მხრიდან ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გამოცხადებით ადამიანის უფლებები არ დარღვეულა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„არ მგონია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები. ამას გააჩნია კონკრეტული ახსნა და არ მგონია, რომ ამ საკითხზე კითხვის დასმის დიდი მიზეზი და საფუძველი არსებობს. ჩემთვის გასაგებია, რომ ვინმე ამას განსხვავებულად უყურებდეს, თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საფუძველი არსებობდეს მნიშვნელოვანი განცხადებების გაკეთებისთვის,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა. მომხდარზე განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც შეისწავლის, იყო თუ არა სახეზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გასაჯაროების საფუძველი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა