შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, რესტორნები დაჯარიმდებიან

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, თვითნებურად გახსნის შემთხვევაში, რესტორნები დაჯარიმდებიან.

როგორც ბექა ფერაძემ რესტორნების მიერ 6 თებერვალს თვითნებურად გახსნის დაანონსების კომენტირებისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ კვირის ბოლომდე რესტორნებთან კონსენსუსის მიღწევა მოხდება.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა სექტორული მიმართულებით ბიზნესთან კომუნიკაციაში. მე პირადი სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს მათთან და იმედი მაქვს, რომ კვირის განმავლობაში კონსენსუსამდე მივალთ და ასეთი რადიკალური ზომები მიღებული არ იქნება მათი მხრიდან, ვინაიდან ამის საფუძველი არ არსებობს. თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა დადგება და იმედი მაქვს, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა, სანქციები, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული. ესაა 2 000 ლარი ფიზიკური პირის, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ, ხოლო განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს ობიექტის დალუქვას“,- აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, თვითნებურად გახსნას ყველა რესტორანი არ გეგმავს და აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის ეტაპობრივი გახსნის გეგმას მიჰყვება.

„ეს არის არა რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც მსგავს მოთხოვნებს აყენებს. ჩვენ ბევრ რესტორანთან გვაქვს კომუნიკაცია, რომელიც გვეუბნება, რომ მათთვის დღეს არაა პრიორიტეტული სამუშაოების განხორციელების უფლების მიღება, რადგან სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები წარმოექმნებათ. რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მიჰყვება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამასთან, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახსნა, ამიტომ ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს შეჯერებული. ჩვენ საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შევხვდებით მათ, გვექნება კომუნიკაცია და ამიტომ, მაქვს იმედი, რომ შაბათს მათი მხრიდან ასეთი რადიკალურ ღონისძიებები არ იქნება განხორციელებული“,-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, რესტორნების ნაწილი შაბათს თვითნებურად გახსნას გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა