აგროქულების გამოყენებას ფერმერები 20 მაისამდე შეძლებენ

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენებას ფერმერები 2021 წლის 20 მაისამდე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის ოდენობა 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) შეადგენს. აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

,,პროგრამის ბენეფიციარებისათვის აგროქულების დარიცხვა მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდება. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ. აგრობარათის მისაღებად, ლიბერთი ბანკის ფილიალში ვიზიტამდე, დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე myliberty.ge. სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე 246 000 ფერმერია ჩართული, დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა