კელი დეგნანი - იმედი მაქვს, იმ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა, რაც ამომრჩევლებს აწუხებთ, პარტიებს უბიძგებს, კომპრომისს მიაღწიონ და მოვიდნენ პარლამენტში მუშაობის დასაწყებად

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

“ქართველი ხალხი სხვადასხვა გამოკითხვაში აცხადებს, რომ მათთვის მთავარი პრობლემები არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სურთ, პარლამენტის წევრებმა ერთად იმუშაონ ამ საკითხებზე პარლამენტში. იმედი მაქვს, პარტიები, მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვის სხვადასხვა ვარიანტის განხილვისას ამას გაითვალისწინებენ,“ - აღნიშნა ელჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ იმ საკითხების გადაუდებლობა, რაც ქართველ საზოგადოებას აწუხებს, პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში ერთად მუშაობისკენ უბიძგებს.

„იმედი მაქვს, პარტიის ლიდერები ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში დააყენებენ, მოუსმენენ, რა არის მნიშვნელოვანი ამომრჩევლებისთვის და ეს არის სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე, კოვიდ 19-ის ეკონომიკური შედეგები. ვფიქრობ, რომ ამ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა პარტიებს უბიძგებს, რომ კომპრომისს მიაღწიონ, იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები და მოვიდნენ პარლამენტში ამ საკითხებზე მუშაობის დასაწყებად,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა