ალეკო ელისაშვილი - გმინავს და იძახის გიორგი ვაშაძე მემორანდუმი არ ვარგაო, ჩვენ არ ვართ მაგრები, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები

გმინავს და იძახის გიორგი ვაშაძე მემორანდუმი არ ვარგაო, აი ჩვენ არ ვართ მაგრები, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები,- ამის შესახებ მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მემორანდუმი ღია დოკუმენტია და იქ დამატებით პუნქტების შეტანა შესაძლებელია.

"გიორგი ვაშაძე წესით უნდა ერკვეოდეს რაღაცებში ის კანონი და კონსტიტუცია კი არ არის, რასაც ხელი მოვაწერეთ, ეს არის ღია ტექსტი, მემორანდუმი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ "ქართულ ოცნებას" და ის ტექსტი შევიმუშავეთ ერთად. არ მოსწონს გიორგი ვაშაძეს?- კეთილი ინებოს, ემუშაოს "ქართულ ოცნებას" და უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ, დავამტკიცეთ და არ შეიცვლება, სასაცილოა ასეთი განცხადებები. ჩვენზე მაგარი თუ არის, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და იძახის არ ვარგაო, აი, არ ვართ ჩვენ მაგრები, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები,"- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმდათ, "ქართულმა ოცნებამ" რეალურად მოლაპარაკების მაგიდა არ ააყირავა.

"თვითონ ამბობენ, რომ მოლაპარაკება გვინდაო, ოპოზიციიდან რადენიმე პირი ამბობდა, ვინ უშლის მერე ხელს დაელაპარაკონ. გუშინ კარგი რამ გააკეთა "ქართულმა ოცნებამ", იყო თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ეს არ ვიცი, არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მაგრამ ეს იყო პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება, რომ არ მიხურეს კარი, არ ააყირავეს მაგიდა და დარჩა სივრცე მოლაპარაკებისთვის. დასხდნენ და დაილაპარაკონ, ჩვენ თუ მოვახერხეთ, სხვებმაც მოახერხონ, თუ უფრო მაგრები არიან ჩვენზე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. არ ვამბობ ამას ნიშნის მოგებით, ჩვენზე მეტ პუნქტს ჩაამატებინებენ? - გამოვალ ვიტყვი, მაგრები ყოფილხართ-თქო,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა