კარლ ჰარცელი - პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციისთვის მანდატები არ გაეუქმებინა, რაც სწორი ნაბიჯი იყო, ეს წინაპირობაა, რომ მოლაპარაკების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს

“გუშინ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ გაეუქმებინა, რაც, მე ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იყო. სიმართლე ითქვას, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს”, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რითაც ოპოზიციის წევრებისთვის მანდატების შენარჩუნების საკითხს გამოეხმაურა.

„ვთვლი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც პარლამენტის მუშაობაში საკუთარ როლზე დაფუძნებული მონაწილეობის საშუალებას გააჩენს, ერთადერთი კარგი შედეგი იქნება. დანარჩენი, ჩემი აზრით, იქნება ყველასთვის წამგებიანი სიტუაცია. ვინაიდან ეს იქნება მმართველი პარტიის მარცხი, ოპოზიციის მარცხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მარცხი,“- აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა