მაია ბუწაშვილის შეფასებით, ტრანსპორტი უნდა გაიხსნას, თითო ავტობუსს თითო კონტროლიორი უნდა ჰყავდეს, რომელიც დისტანციას და ნაკადებს გააკონტროლებს

ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი, თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს",- ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაია ბუწაშვილი განმარტავს, ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეები ფორმალურად უკეთიათ, რაც უნდა გაკონტროლდეს.

"ტრანსპორტი უნდა იყოს გახსნილი. ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, თუ მკაცრად იქნება გათვალისწინებული რეგულაციები. დაემატოს ისეთი ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. თითო ავტობუსს ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს, რომ ბევრი ხალხი არ მოხვდეს ავტობუსში. ვხედავთ, რომ ტრანსპორტში ხშირად, ფორმალურად უკეთიათ პირბადე, თუ არსებობს კონტროლიორი, რომელიც გადახდის საკითხს არეგულირებს, შეიძლება არსებობდეს კონტროლიორი, რომელიც ამას დაარეგულირებს",-ა ცხადებს ბუწაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა