ნათია თურნავა ოპოზიციაზე - შემობრძანდნენ პარლამენტში, ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მმართველი გუნდი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ყველა გზას უტოვებს, რათა მათ ამომრჩევლის დაკვეთა შეასრულონ.

როგორც თურნავამ „ქართულმა ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ კარი ღია დატოვა, რათა ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა განაგრძოს.

„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა კარი დატოვა ღია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტონ და უარი არ თქვან იმ დიდ მისიასა და შეკვეთაზე, რაც მათ ამომრჩეველმა მისცა. შემობრძანდნენ პარლამენტში და გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება. დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ კვლავაც ვუტოვებთ მათ გზას, რომ დაკვეთა, რომელიც მათ ამომრჩეველმა დააკისრა შეასრულონ პირნათლად. ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას. ესაა ჩვენი მთავარი მოწოდება“,- განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა