გია ვოლსკი - თუ გამოძიების პრეტენზიის საპირისპიროდ არგუმენტირებული პასუხი გააჩნია, ვერც გვარამიას მოკიდებს ვერავინ ხელს და ვერც ნებისმიერ სხვას

თუ გამოძიების პრეტენზიის საპირისპიროდ არგუმენტირებული პასუხი გააჩნია, ვერც გვარამიას მოკიდებს ვერავინ ხელს და ვერც ნებისმიერ სხვას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში იმისგან განსხვავებული ვითარებაა, რაც იმ დროს იყო, როცა გვარამია მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურას ხელმძღვანელობდა.

"არგუმენტები არ აქვს გვარამიას და ამბობს, რომ ვინც მას უპირისპირდება ყველას ციხეში გაუშვებს, ესეთი პოლიტიკა და მმართველობა ჰქონდათ, რომ ვინც არ აწყობდათ, ყველა ციხეში მიდიოდა, არგუმენტებსაც არავინ უყურებდა და თუ ახლა გამოძიებას რაიმე პრეტენზია აქვს და ამ პრეტენზიის საპირისპიროდ არგუმენტირებული პასუხი გააჩნია, ვერც გვარამიას მოკიდებს ვერავინ ხელს და ვერც ნებისმიერ სხვას, ეს არის ის ფაქტი, რაც განასხვავებს დღევანდელ ვითარებას საქართველოში იმ ვითარებისგან, როცა გვარამია მართავდა სერიოზულ სახელმწიფო სტრუქტურებს საქართველოში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა