მაია ბუწაშვილი - რუსეთში ჩატარებული კლინიკური კვლევების ნაკლებად მჯერა, რუსული ვაქცინის მიმართ ნდობა არ მაქვს

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია მიიღო რუსულმა ვაქცინამ, მაშინ ის ისეთივე კანდიდატი გახდება ქვეყანაში შემოტანის, როგორც ნებისმიერი სხვა",- ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, რითაც "ლანცეტში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია რომ კლინიკური კვლევის მესამე ფაზაში რუსულმა ვაქცინამ 91.6% ეფექტურობა აჩვენა.

მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ რუსულ ვაქცინას, კვლევების ის სპექტრი, რაც გავლილი უნდა ჰქონდეს, არ აქვს.

"რუსეთში ჩატარებული კლინიკური კვლევების ნაკლებად მჯერა. ამ ქვეყანაში, ნამდვილი კლინიკური კვლევები, მედიკამენტების გამოცდა იმ წესების დაცვით, როგორც უნდა ტარდებოდეს, არ ტარდება. შესაბამისად, ნდობა ძალიან დაბალია. ამას ზეპირად არ ვამბობ, ვიცნობ მათ სისტემას. მე არ მაქვს ნდობა, რუსული ვაქცინის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ "ლანცეტში" დაიბეჭდა, ვთვლი, რომ კვლევების ის სპექტრი არ აქვს გავლილი, რაც უნდა ჰქონდეს. თუმცა, იურიდიულ მხარეს თუ შევხედავთ, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია მიიღო რუსულმა ვაქცინამ, მაშინ ის ისეთივე კანდიდატი გახდება ქვეყანაში შემოტანის, როგორც ნებისმიერი სხვა",- აცხადებს ბუწაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა