შსს ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „სპარის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ხ. და 2003 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარის“ მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ხოლო ბრალდებულმა გ.ხ.-მ მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. გ.ხ.-მ და გ.ბ.-მ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა.

სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები - გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა