ეკატერინე ტიკარაძე - ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად

ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, იმისთვის, რომ პროცესი უსაფრთხო იყოს მედიკოსებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსზე ვაქცინაციისთვის მზადების პროცესს გაეცნო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იყოს ცივი ჯაჭვის და ინფრასტრუქტურის მზაობა, რისთვისაც საქართველო რამდენიმე თვეა ემზადება.

„ყველამ ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აწარმოა წარმატებული მოლაპარაკებები, რის შედეგადაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინების პირველი ნაკადი შემოვა, რითიც აიცრებიან ექიმები, ადამიანები, რომლებიც უფრო მჭიდრო კონტაქტში არიან ინფიცირებულ ადამიანებთან. მნიშვნელოვანია ცივი ჯაჭვის და ინფრასტრუქტურის მზაობა, რომლისთვისაც საქართველო არაერთი თვეა ემზადება. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში დავათვალიერე სწორედ იმ ცივი ჯაჭვის არსებობა, რომელიც აუცილებელია „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად. მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თითოეული დეტალი, იმისთვის, რომ პროცესი უსაფრთხო იყოს მედიკოსებისთვის და შემდგომში ჩვენი მოსახლეობისთვის. დაწყებულია რეგულირების სააგენტოს მხრიდან ყველა კლინიკის დეტალური შესწავლა“, - აცხადებს ტიკარაძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა