მიანმარის პოლიციამ ქვეყნის არჩეულ ლიდერს ბრალი წაუყენა და პატიმრობაში დატოვა

მიანმარის პოლიციამ სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებულ ქვეყნის არჩეულ ლიდერს აუ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა და 15 თებერვლამდე პატიმრობაში დატოვა. ბრალდება მოიცავს იმპორტისა და ექსპორტის კანონების დარღვევას და უკანონო საკომუნიკაციო მოწყობილობების ფლობას.

მედიის ინფორმაციით, აუ სან სუ ჩის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ის დედაქალაქ ნაი პიი ტაუშია ჰყავთ.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება რამდენიმე დღის წინ მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს