სოზარ სუბარი - 2007 წელს რა განცხადებაც გააკეთა სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით, ეს იყო მოღალატეობრივი და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

2007 წელს რა განცხადებაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ეს იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი განცხადება და ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ჯერ მომხდარი არ არის საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაცია და ამ დროს ქართველი მესაზღვრეები უკან იხევენ, ხოლო პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიმაღლეებს უთმობს აზერბაიჯანს, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია.

"ის ამბობს ასეთ რამეს, რომ სიმაღლეს დაიკავებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა, მონასტრები დარჩება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა, თუ სიმაღლეს დაიკავებენ და ქედს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, ეს ორი მონასტერი უდაბნო და ჩიჩხიტური ავტომატურად ხვდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იქ მისვლა მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ნებართვით არის შესაძლებელი. როცა ჯერ მომხდარი არ არის საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაცია და ამ დროს ქართველი მესაზღვრეები უკან იხევენ და პრეზიდენტი აცხადებს, რომ სიმაღლეებს უთმობს აზერბაიჯანს, ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია და სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ,"- განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება დავით დარჩიაშვილის პროკურატურაში დაბარებას, როგორც სუბარი აცხადებს, მასთან რაიმე პრეტენზიები არ არსებობს, ხოლო თუ დარჩიაშვილს ამ საკითხზე რაიმე ინფორმაცია აქვს, კითხვებს უნდა უპასუხოს.

"დავით დარჩიაშვილი არის ჩემი კურსელი და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები. როცა მე გარეჯში ვმსახურობდი, ის ჩამოდიოდა ჩემთან და ის მაშინ იყო ხელისუფლებაში და თუ რამე იცის ამ საკითხზე, რასაკვირველია, კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. კონკრეტულად რა კითხვებია მის მიმართ მე არ ვიცი”, - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა