მამუკა მდინარაძე - მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში ოპოზიცია დღეს პარლამენტში უნდა იჯდეს და მუშაობდეს“.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან სასაუბროდ, „თუმცა არა ისეთ საკითებზე, რომელიც შეუსრულებელია“.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი განცადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმძიმესი ვითარება აქვს, რაც შექმნა პანდემიამ. პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი ყველა ქვეყანას მძიმედ აწვება და ამ მდგომარეობაში, კიდევ უფრო დამაზიანებელია ე.წ. ბოიკოტი და რეალურად საბოტაჟი ჩვენი ოპოზიციისა, რაშიც პასუხისმგებლობა ბუნებრივია, მათ ეკისრებათ. ზოგადად, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ჩვენ გვეკისრება, ეს გასაგებია და ამიტომ ვდგამთ ყველა ნაბიჯს და მოვუწოდებთ ყველა პლატფორმიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ მივიღეთ გუშინ ჩვენ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება. შესაბამისად, დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ მათ გაიაზრონ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი. როდესაც ერთი ადამიანი ამბობს, რომ გაყალბდა არჩევნები და მეორე, ანუ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამ შემთხვევაში, ამასაც კი თუ არ ითვალისწინებენ, კომისიის ფარგლებში, თავად გამოიძიონ თუ იქ რამე სერიოზული გადაცდომა იყო. ამაზეც არ მოდიან, ანუ ისინი სახელმწიფოებრივად და რაციონალურად არ ფიქრობენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში კენი დეგნანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მათ შორის არსებულ განსხვავებებზე კომპრომისის მისაღწევად ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უნდა დააყენონ და ამომრჩევლების აზრი გაითვალისწინონ.

„იმედი მაქვს, იმ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა, რაც ამომრჩევლებს აწუხებთ, პარტიებს უბიძგებს, კომპრომისს მიაღწიონ და მოვიდნენ პარლამენტში მუშაობის დასაწყებად“, - აცხადებს დეგნანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა