დავით ზილფიმიანი - მე-9 მოწვევის პარლამენტში არ არსებობს ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული რაიმე ცვლილება და ეს ჩემთვის სასწაულია, დღეს გავიგე ეს ამბავი

მე-9 მოწვევის პარლამენტში არ არსებობს ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული რაიმე ცვლილება და ეს ჩემთვის სასწაულია, დღეს გავიგე ეს ამბავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა დავით ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში.

მისი თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტი კრიტიკიკას ვერ უძლებს.

„წარმოგიდგენიათ, მე-9 მოწვევის პარლამენტში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან ბოლომდე არ მისულა. ანუ არ არსებობს ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული რაიმე ცვლილება და ეს ჩემთვის სასწაულია, დღეს გავიგე ეს ამბავი. მე რაც სხდომაზე გავიგე, ის ვთქვი ახლა. რეალურად დრო იმაზე კი არ იხარჯებოდა, რომ კანონი ბოლომდე შესრულებულიყო და რაღაც განეხორციელებინა თუნდაც ოპოზიციას, დრო იხარჯებოდა იმაზე, რომ ერთმანეთისთვის ტალახი ესროლათ, ერთმანეთი გაელანძღათ“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა