“ევროპის  უნივერსიტეტი" განცხადებას ავრცელებს

"ევროპის უნივერსიტეტი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ინდოეთის საელჩოს საქართველოში გახსნა ხელს შეუწყობს ინდოელი სტუდენტების მეტ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ინდოეთის ელჩთან, ბატონ კაშან დენ დიუალთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც აღინიშნა, რომ ინდოეთი უახლოეს პერიოდში გეგმავს საელჩოს გახსნას.

ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, სადაც არაერთი ინდოელი სტუდენტი სწავლობს, მისასალმებელია ინდოეთის სახელმწიფოს ეს ნაბიჯი, რადგან საელჩოს უშუალოდ საქართველოში არსებობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს კულტურათშორის ურთიერთობას, ასევე ხელს შეუწყობს ინდოელი სტუდენტების მეტ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.

როგორც მოგეხსენებათ, "ევროპის უნივერსიტეტი" თავის მხრივ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩვენი სტუდენტები - მათ შორის ინდოელი სტუდენტები არიან ჩართული და წარმოდგენილი",-აცხადებენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა