გერმანელი ექიმები პორტუგალიაში დასახმარებლად ჩავიდნენ

კორონავირუსის კრიზისის ფონზე, გერმანელი სამხედრო ექიმები ლისაბონში დასახმარებლად ჩავიდნენ.

ამასთან, პორტუგალიაში სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანეს, მათ შორის საავადმყოფოს 150 საწოლი და 50 სასუნთქი აპარატი.

„როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავმა ქვეყანაში 26 ექიმი, ექთანი და სანიტარული ექსპერტი ჩაიყვანა. გერმანელი ექიმების გუნდი პორტუგალიაში სამი კვირის განმავლობაში დარჩება.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, პორტუგალიის მასშტაბით მდებარე საავადმყოფოები გადაჭედილია და სამედიცინო სისტემა კოლაფსის პირას არის. ზოგჯერ სასწრაფო დახმარების მანქანები საათობით რიგში იცდიან საწოლების დეფიციტის გამო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა