აშშ-მა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება გაახანგრძლივეს

შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება (New Start ) 5 წლით გაახანგრძლივეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება ძალაში ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩოსთან დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ შევიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაგრძელებით მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა.

„New START-ის 5 წლით გახანგრძლივებამ აშშ და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადა,“- წერს ბლინკენი „ტვიტერში“.

გავრცელებული ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

ხელშეკრულების ვადა 5 თებერვალს იწურებოდა, ვინაიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მის გაგრძელებაზე უარს აცხადებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო