ბრიტანეთში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის შედეგად მიღებულ იმუნურ რეაქციას შეაფასებენ

ბრიტანეთში დაიწყო კლინიკური ცდა, რომლის მონაწილეებს ჯერ Pfizer-ის, შემდეგ კი AstraZeneca-ს ვაქცინით ცრიან იმის გასარკვევად, როგორია იმუნური პასუხი იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებით უკეთებენ.

კვლევაში მონაწილეობას 800-ზე მეტი 50 წლის ზემოთ მოხალისე მიიღებს, რომლებსაც მანამდე ვაქცინაცია არ ჩატარებიათ. მათ ნაწილს ჯერ Oxford/AstraZeneca-ის, 12 კვირის შემდეგ კი, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრიან, ან პირიქით. მონაწილეების ნაწილს კი ორივე დოზას ერთსა და იმავე ვაქცინის გამოყენებით გაუკეთებენ.

კვლევა არ შეაფასებს ვაქცინების კომბინაციების საერთო ეფექტურობას, მაგრამ მკვლევარები გაზომავენ ანტისხეულებსა და T- უჯრედების რეაქციებს, ასევე დააკვირდებიან, იწვევს თუ არა ვაქცინების კომბინაცია მოულოდნელ გვერდით ეფექტებს.

კვლევაში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ, რომ იმუნური რეაგირების შესახებ პირველადი მონაცემები სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი.

იხილეთ ვიდეო:ბრიტანეთში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის შედეგად მიღებულ იმუნურ რეაქციას შეაფასებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო