აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 450 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 450 000-ს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

წინა თვეში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მანამ, სანამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების გაკონტროლება მოხდება, კოვიდ 19-ის მსხვერპლთა რაოდენობამ, შესაძლოა, 600 000-ს გადააჭარბოს.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 450 000-ს გადააჭარბა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს