ალექსეი ნავალნის მეუღლე - არ უნდა დავთმოთ და შეგვეშინდეს, მიუხედავად ყველაფრისა, გავიმარჯვებთ

ალექსეი ნავალნის მეუღლე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას ეუბნება და აცხადებს, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„ვკითხულობ თქვენს შეტყობინებებს და ვაცნობიერებ, რომ იმდენი კარგი, ძლიერი და ღირსეული ადამიანი გვიჭერს მხარს ალექსეის და მე, რომ არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა შევშინდეთ. მიუხედავად ყველაფრისა, გავიმარჯვებთ,“- წერს იულია ნავალნაია „ინსტაგრამზე“.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

იხილეთ ვიდეო:ალექსეი ნავალნის მეუღლე - არ უნდა დავთმოთ და არ შეგვეშინდეს, მიუხედავად ყველაფრისა, გავიმარჯვებთ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს